მცხეთის კულტურის სახლში კულტურის მრავალპროფილური ცენტრი ამოქმედდება

08/12/2017

სამხარეო ადმინისტრაციის სათათბირო დარბაზში, ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ზაზა მაღალაშვილმა, გარიყულას თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროგრამების დირექტორთან მაია ჩიკვაიძესთან და ინდმეწარმე ვაჟა ბახტაძესთან ერთად წარმოადგინდა მცხეთის კულტურის ცენტრის კონცეფცია. კონცეფციის თანახმად, მცხეთის ახლად გახსნილ კულტურის სახლში კულტურის მრავალპროფილური ცენტრი ამოქმედდება, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ტურიზმის ახალი ფორმების განვითარებას და ინოვაციური დარგების დაწინაურებას რეგიონის მასშტაბით. კონცეფციის რეალიზაცია ხელს შეუწყობს მცხეთის თემის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაახლოებას, მათ გააქტიურებას შემოქმედებით სფეროში. დამყარდება კავშირები საზღვარგარეთის ანალოგიურ ინსტიტუტებთან.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან და მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელებთან ერთად მოისმინა კულტურის ცენტრის კონცეფცია, გაეცნო სამოქმედო გეგმას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფრანგული ასოციაციის „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ტიერი ბერიშვილი, რომელმაც კულტურის სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს კულტურული ცენტრების განვითარების ფრანგული გამოცდილება გაუზიარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0