ნარჩენების მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

08/02/2018

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო“(მე-3 ფაზა). პროექტის მიზანია, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დღეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა ”ორქისმა ” სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გამართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, მხარის მუნიციპალიტეტებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს შემდეგი თემები: ნარჩენებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები; საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის დაგეგმვა და სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემის მდგომარეობაზე; შეხვედრას ნარჩენების მართვის ექსპერტი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა ჩიკვილაძე და გარემოს მონიტორინგის ექსპერტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ბუაჩიძე უძღვებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0