ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ არხილოსკალოს ეწვია

01/02/2018

,,ერთი დღე სოფელში“ გრძელდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ პაპიაშვილთან და მერის მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად ამჯერად სოფელ არხილოსკალოს ეწვია და სოფლის ახლად რეაბილიტირებული სტადიონი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები არხილოსკალოს საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ და სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, ნუგზარ პაპიაშვილმა და მალხაზ მერაბიშვილმა არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას საბავშვო ბაღის პროექტიც გააცნო და აღნიშნა, რომ სოფლის სააღმზრდელო დაწესებულება წელს ახალ შენობაში გადასვლას შეძლებს, რომელსაც იზოლირებული და კეთილმოწყობილი ეზო ექნება .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0