ნოდარ კერესელიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

05/12/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ახლადდანიშნულ ელჩებს – ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძეს, არგენტინის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილს, კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილს და ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძეს შეხვდა.
ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის დარგის პოტენციალზე და ქართული აგრარული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვის და გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით თანამშრომლობაში საქართველოს საელჩოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0