ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს

02/02/2018

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის გენერალური გეგმის განხილვის პროცესი გამჭვირვალე არ არის.

„ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს. ისევე, როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე ვითომ რომ არ უშვებდნენ, მერე კი ისხდნენ მშვიდად, ზუსტად იგივე მდგომარეობაა. წინა კვირას ქალაქის მერმა მოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციები, სთხოვა მათ ალტერნატიული ექსპერტების გაგზავნა გენგეგმის შეფასებისთვის და სთხოვა ოპოზიციას, ამ პროცესში ჩართულიყვნენ. დღეს ისინი ბრიფინგს მართავენ და ამბობენ, რომ პროცესში ჩართვა უნდათ. რა საჭიროა ამაზე ბრიფინგის გამართვა, ვერ ვხვდები. შესთავაზა მერმა და თუ საჭიროდ მიაჩნიათ, ჩაერთონ, თუ შოუს დადგმა უნდათ, დადგან,“- განაცხადა დავითულიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0