პაატა ნადირაძემ ხანძრის დროს დაშავებულ მაშველს საჩუქარი გადასცა

13/02/2018

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე საქართველოს შ.ს.ს. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ჭიათურის სახანძრო – სამაშველო სამსახურში მივიდა ,რითაც მათ მიმართ პატივისცემა და მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა ,იმ თავდადებისა და გმირობისათვის,რაც მათ ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის დროს გამოიჩინეს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ თავგანწირვისა და პროფესიონალიზმისათვის, რაც თქვენ,საჩხერის სახანძრო -სამაშველო სამსახურთან ერთად, გამოიჩინეთ ჭიათურაში მომხდარი ხანძრის დროს. თქვენ რომ არა, ის დღე ჩვენი ქალაქისთვის ტრაგიკულად დამთავრდებოდა. თქვენმა თავდადებამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე იხსნა.-განაცხადა პაატა ნადირაძემ. ქალაქის მერმა ხანძრის დროს დაშავებულ მაშველს დავით კაპანაძეს წმინდა გიორგის ხატი გადასცა, მას ჯანმრთელობა და ქვეყნის სამსახურში დიდხანს ყოფნა უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0