პარლამენტი ხვალ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს

12/12/2017

პარლამენტი ხვალ საბოლოო მოსმენით კორექტირებული 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს. საბიუჯეტო პროექტს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები – 10 120.0 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები – 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%); აქედან საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 780.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 390.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს.
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს.
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 160.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს. გრანტები – 265.0 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები – 385.0 მლნ ლარი.
არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა კი 2 038.0 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911.6 მლნ ლარს, გრანტები – 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 1 288.0 მლნ ლარს.
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია 1 433.2 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია – 636.7 მლნ ლარი.
ვალდებულებების კლება შეადგენს 790.1 მლნ ლარს, საიდანაც 725.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 65.1 მლნ ლარი – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0