პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30/09/2017

ვერძი
მოერიდეთ ბევრ ლაპარაკს, გაღიზიანებას. კარგი დღეა ნიშნობისა და გასაუბრებისთვის.

კურო
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. სხვების შეცდომებს მშვიდად შეხვდით.

ტყუპი
მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეთ საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან ერთად. საღამოს გაისეირნეთ.

კირჩხიბი
ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, შემოქმედებით საქმიანობას, სიყვარულს.

ლომი
მოაგვარეთ დოკუმენტები. მოერიდეთ უსიამოვნებას ახლობლებთან, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფებთან.

ქალწული
კონსტრუქციული დიალოგი და რეალისტური ხედვა უამრავ უსიამოვნებას აგარიდებთ. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. შეამცირეთ ხარჯი.

სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. გაფრთხილდით, არავინ შეგიტყუოთ ავანტიურაში.

მორიელი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. ნუ დაარღვევთ წესებს, ინსტრუქციებს. ყური დაუგდეთ ჭორებს, მაგრამ მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.

მშვილდოსანი
ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რის გაკეთებასაც დღეს შეძლებთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

თხის რქა
დღეს საოჯახო ვალდებულებებს სამსახურებრივი საქმეების მოგვარება უნდა შეუთავსოთ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან.

მერწყული
იურიდიული საკითხები პროფესიონალებთან ერთად მოაგვარეთ. სასიამოვნო ნაცნობობა გელით. გამონახეთ დრო სიყვარულისა და შემოქმედებისთვის.

თევზები
აკონტროლეთ ხარჯი. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის მოსაძიებლად. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0