პროექტები და პრობლემები, რომლებიც რეგიონისთვის და საკურორტო ზონებისთვის აქტუალურად რჩება ეტაპობრივად იქნება მოგვარებული

01/02/2018

საკურორტო ზონებში, მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვის მიზნით, დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს საკურორტო ზონებში არსებული მდგომარეობა, პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრას დაესწრენენ მცირე ბიზნესის, რეგიონალური უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გუბერნიაში შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლები.
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე – „საკურორტო ზონაში არსებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მცირე ბიზნესის, რეგიონალური უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ ის საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს. მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდნირებული მუშაობით, ის პროექტები და პრობლემები, რომლებიც რეგიონისთვის და საკურორტო ზონებისთვის აქტუალურად რჩება ეტაპობრივად იქნება მოგვარებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი ფანჩულიძე – „ურეკი-შეკვეთილი-გრიგოლეთის წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სამუშაოები, როგორც განგვიცხადეს 2018 წლის ივნისის თვეში დასრულდება და ხელს შეუწყობს ამ საკურორტო სეზონის წარმატებულად განვითარებას. შეხვედრაზე, შევეხეთ ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხს და დაიგეგმა გარკვეული სახის ღონისძიებებიც. ტურისტულ სექტორში დასაქმებული მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ამგვარ შეხვედრებს მივესალმებით და ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0