პროექტი „ერთი დღე ჯარში“ გრძელდება

25/10/2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში IV მექანიზებულ ბრიგადას ამჯერად საზოგადოებრივი კოლეჯი „ბარაკონის“ სტუდენტები ესტუმრნენ. გაცნობითი ხასიათის ვიზიტისას ხელმძღვანელობამ სტუდენტებს ბრიგადის ინფრასტრუქტურა და სამხედრო მოსამსახურეათა საცხოვრებელი პირობები გააცნეს. ახალგაზრდებმა უშუალოდ მოინახულეს სხვადასხვა სასწავლო უბანი, დაათვალიერეს სიმულაციური სწავლების ოთახები და სპეციუალურად მათთვის მოწყობილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენას დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა IV მექანიზირებული ბრიგადის განვითარების და მიღწევების შესახებ მომზადებული ფილმი ნახეს. შემდეგ კი, საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ინფორმაცია მოისმინეს. დღის ბოლოს სტუმრებს საშუალება მიეცათ, სამხედროებთან ერთად ესადილათ.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანი სტუდენტებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0