რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

30/11/2017

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ (მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის II პროგრამა) სასეხო ხელშეკრულება“ განიხილეს. ხელშეკრულების თანახმად, საქართველო 15 წლიანი პერიოდით, 30 მლნ. ევროს ფულად რესურსს მიიღებს, რომელიც კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემების მოწყობას მოხმარდება. კერძოდ, აღნიშნულ რეგიონებში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ახალი მუნიციპალური ნაგავსაყრელები მოეწყობა, ასევე ქუჩების დასუფთავებისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა და კომპოსტირების საწარმოს მშენებლობა მოხდება.
კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ის ტენდენცია, რომ მყარი ნარჩენების პოლიტიკა წარმატებით ხორციელდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, შესაბამისად ბევრ რეგიონში უკვე მოწესრიგებულია მყარი ნარჩენების გადამუშავების ტერიტორიები და კვანძები, სადაც ცივილური სახით ხდება მყარი ნარჩენების შეგროვება და მისი უტილიზაცია.
კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო ხელშეკრულების პლენარულ სხდომაზე გატანას, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0