,,რთველი 2017“ წარმატებულად დამთავრდა

20/10/2017

,,რთველი 2017“ წარმატებულად დამთავრდა. 19 ოქტომბრის მონაცემებით კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.
„რთველი 2017“ ორგანიზებულად ჩატარდა – მევენახეები და მეწარმეები ფასზე შეთანხმდნენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით. მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა), კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობდა.
რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი მათ15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოს გაიხსნა. ინფორმაციის მიღება 24-საათიან რეჟიმში შესაძლებელია ცხელი ხაზზე – 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე: http://georgianwine.gov.ge/ და http://rtveli2017.gov.ge

Tweet about this on TwitterShare on Facebook0