რიკოთის საავტომობილო გვირაბში სამუშაოები 17დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

16/12/2017

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, შპს „ლოჭინი“ ახორციელებს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლებას. სამუშაოები დაგეგმილი იყო 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, სამუშაოების ჩატარება ვერ მოესწრო და საჭიროა, რიკოთის საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა და მოძრაობის ნაკადის გადართვა მის შემოსავლელ გზაზე, გაგრძელდეს 2017 წლის 17 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0