რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

02/10/2017

რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება. მე-10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად, მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი და ავარიული შენობის ადგილას ახალი ორსართულიანი ბაღი შენდება.
საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზე და 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, რომელიც აღიჭურვება გათბობით, ვენტილაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით.
​ნოემბრიდან ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე ფინანსდება. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში 5 საბავშვო ბაღი შენდება და 24 რეაბილიტაცია უტარდება, რომლისთვისაც ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
საქართველოს მასშტაბით 2013 წლიდან საბავშვო ბაღები გახდა უფასო, რეაბილიტირდა 1132 და აშენდა 192 საბავშვო ბაღი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0