რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ,,ბოლნისქალაქობა 2017“-ის და საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

07/10/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ,,ბოლნისქალაქობა 2017“-ის და საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
დღის განმავლობაში, ქალაქის ისტორიულ უბანში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა, მოეწყო კულტურული, სპორტული და საბავშვო აქტივობები. დაჯილდოვდნენ საპატიო ბოლნისელები. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე სპეცლიაური პროგრამით წარდგა ქართული ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე გაიმართა თემატური თეატრალიზებული წარმოადგენა.
სახალხო ზეიმს ადგილობრივებთან ერთად დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი. ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლოების სხვა წარმომადგენლებიც.
„დღეს ძალზედ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი – მრავალწლიანი სიტორიის მქონე ბოლნისი, ქალაქის დღესასწაულს ზეიმობს. ამავდროულად ავღნიშნავთ ბოლნისში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს. სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ბოლნისში ძველ გერმანულ უბანში იმართება და კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ქართველი და გერმანელი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს.
წლების განმავლობაში არსებულმა მეგობრულმა ურთიერთობებმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ქალაქის შემდგომი განვითარების პროცესში. წარსულის გამოცდილებამ კი სამომავლოდ საფუძველი ჩაუყარა არაერთ სიახლეს, რომლის ფარგლებში რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორცილედება.
მუნიციპალიტეტი თანამედროვე გამოწვევებსაც ღირსეულად პასუხობს. აქტიურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ტარდება საერთაშორისო დონის კულტურული ღონისძიებები, გვყავს წარმატებული მოსწავლეები, ახალგაზრდა სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები. დიდია თქვენი წვლილი ქალაქის განვითარებაში, რისთვისაც მადლობას გიხდით და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს,“-ამ სიტყვებით მიულოცა და მიმართა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მუნიციპალიტეტის სტუმრებს.
დღის ბოლოს, ჯგუფ ,,REGGAEON”-ის გალა კონცერტი გაიმართება. სადღესასწაულო პროგრამა, მრავალფეროვანი ღონისძიებებით, 8 ოქტომბერსაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0