საგანგებო შტაბის წევრებმა სტიქიის ადგილები მოინახულეს

09/12/2017

სოფელ წონიარისში, თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან მეწყერი გვიან ღამით განვითარდა. 4 წევრიანი ოჯახი ამ დროისთვის თავს უსაფრთხო ადგილას აფარებს. ბარამიძეები მერის პირველმა მოადგილემ როლანდ ბერიძემ შტაბის წევრებთან ერთად მოინახულა და ოჯახს მერიის თანადგომა და ქირით გაყვანა დაპირდა. ,,რომ არა, 2 წლის წინ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში გამგეობის მიერ გაკეთებული საყრდენი კედელი, ჩემი ოჯახი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მადლობა უფალს არაფერი დაგვშავებია!” – თემურ ბარამიძე.
შტაბის წევრები დღესვე სოფელ ზვარეში, საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0