საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისია შეიქმნა

05/12/2017

საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისია შეიქმნა, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის კომისია იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანდა. აღნიშნული საკითხი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა.
მისი განცხადებით, სტრუქტურული მოწყობის შესახებ მოქმედი კომისიების შინაარსი და ,,ქართული ოცნების’’ გუნდის ხედვა ქალაქში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის იმ პროგრამულ პრიორიტეტებს, რომლითაც მომავალი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აპირებს მუშაობას, პირდაპირ ესადაგება.
,,ამ კომისიების არსებობა მიზანშეწონილია და ჩვენ მხოლოდ მცირე კორექტივების შეტანაზე ვფიქრობთ. დარწმუნებული ვართ, რომ კომისიების აქტიური მუშაობით, საკრებულო დედაქალაქის მთავრობას იმ პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება, რომლითაც თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად უნდა გადაიქცეს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღესვე დეპუტატების უმრავლესობამ სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თედო ისაკაძის, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი ლევან ჟორჟოლიანის კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0