სამტრედიაში აქტიურად გრძელდება ასფალტო -ბეტონით გზების მოპირკეთება

20/10/2017

სამტრედიაში აქტიურად გრძელდება ასფალტო -ბეტონით გზების მოპირკეთება. ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო ფარნავაზის და ახალგაზრდობის ქუჩაზე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად გზის დაგებითი სამუშაოები მიმდინარეობს თევზაძის და რაზმაძის ქუჩაზე გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 188 ათასი ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბახტაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0