სამცხე-ჯავახეთს შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

13/12/2017

სამცხე-ჯავახეთის მხარეს საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, ელჩის მრჩეველი მოლი ლიენი ეწვია. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, სტუმარს მხარეში ეკოლოგიური და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები პროექტის „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებებითაც დაინტერესდნენ. აღნიშნული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის საელჩოს ფინანსური დახმარებით ხორციელდება. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ გარემოს დაცვისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0