სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურის სამსახურებთან არსებულმა სამუშაო ჯგუფებმა 2018 წელს განსახორციელებელ პროექტებზე დაიწყეს მუშაობა

17/10/2017

სამცხე ჯავახეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის სამსახურებთან არსებულმა სამუშაო ჯგუფებმა 2018 წელს განსახორციელებელ პროექტებზე დაიწყეს მუშაობა.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა განხორციელებაც იგეგმება მომავალ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
ფონდის დაფინანსების მთავარ პრიორიტეტებად კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურის, შიდა სასოფლო გზების, წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0