„საპარტნიორო ფონდს“ შანხაის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრნენ

19/10/2017

„საპარტნიორო ფონდს“ შანხაის უმსხვილესი კომპანია Shanghai Zhenhua International Group Company Limited-ის (ZPMC) აღმასრულებელი პრეზიდენტი ალან იე და კომპანია China Communications Construction Company-ის (CCCC)-ის ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ჩინური მხარე საქართველოს უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთის მძიმე მრეწველობის დარგში მომუშავე კომპანიებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, სტრატეგია და მიმდინარე პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ZPMC-ისა და CCCC-ის ხელმძღვანელმა პირებმა „საპარტნირო ფონდის“ მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და საერთო ინტერესების სფეროებში ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში მძიმე მრეწველობის მიმართულებით საქმიანობის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს.
ჩინური კომპანიები 28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე დასწრებას და საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობას გეგმავენ.
ZPMC-ისა და CCCC-ის შესახებ
შანხაის ჭენხუას საერთაშორისო ჯგუფი Shanghai Zhenhua International Group Company Limited (ZPMC) მძიმე მრეწველობის დარგში ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. მისი ძირითადი აქციონერია ჩინეთის საკომუნიკაციო სამშენებლო კომპანია China Communications Construction Company (CCCC), რომელიც მსოფლიოს 500 ყველაზე მასშტაბურ კომპანიას შორის ერთერთი წამყვანია. ZPMC არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გადამზიდავი მძიმე ტექნიკის მწარმოებელი კომპანია, რომელიც საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის დანადგარებით საერთაშორისო ბაზარს ამარაგებს და სხვადასხვა ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მისი წლიური ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0