სასიხარულოა, რომ საქართველოს ასეთი დადებითი ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს

14/10/2017

“სასიხარულოა, რომ საქართველოს ასეთი დადებითი ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ქართულ დელეგაციასთან შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. „შევთანხმდით თუ როგორ განვავითარებთ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიას მომავალი 5 წლის განმავლობაში. მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს საქართველოს, რათა გაუმჯობესდეს საჯარო ფინანსების მართვა და ასევე გქონდეთ წარმატებული საბანკო სექტორი. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს განვითარების გზას და ვიმედოვნებ, რომ ის მომავალშიც წარმატებული იქნება. შეხვედრისას ვიმსჯელეთ იმის შესახებ, რომ წარმატებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს“ – სირილ მიულერი, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0