საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა

07/05/2017

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა, მან ხმების 65.1%, დააგროვა.
რაც შეეხება არჩევნებში მის მოწინააღმდეგე, ულტრამემარჯვენე “ეროვნული ფრონტის” ლიდერს, მარინ ლე პენს, მან ხმების 34.9% მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ წინასწარი შედეგებია და არჩევნების საბოლოო შედეგები 11 მაისს გამოცხადდება. ემანუელ მაკრონი – ფრანგი პოლიტიკოსია, რომელიც საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პარტია En Marches-ს პრეზიდენტობის კანდიდატია.
დღეს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო ეტაპი გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, მოძრაობა “წინ!” ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე “ეროვნული ფრონტის” ხელმძღვანელი, მარინ ლე პენი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხნა, სულ 67 ათასი საარჩევნო უბანი იყო. ამომრჩევლებს შეეძლოთ ხმა ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე მიეცათ, მაგრამ პარიზში, ლიონსა და ბორდოში საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით, 20:00 საათზე დაიხურა. ხმა სულ 45.7 მილიონმა ადამიანმა მისცა. ოფიციალური შედეგები ამა წლის 11 მაისს გამოცხადდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0