საქართველომ ბელგიის ნაკრები 47:0 დაამარცხა

10/02/2018

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბელგიის ნაკრებს ქუთაისის “აია არენაზე” უმასპინძლა და ანგარიშით – 47:0 დაამარცხა.
ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რომელიც სიმბოლურად ვეტერანმა მორაგბემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ შეასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0