“საქართველოს ბანკი” ევროობლიგაციების გამოუშვებს

25/05/2017

„საქართველოს ბანკმა“ 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. „საქართველოს ბანკის“ მიერ ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისტორიული მოვლენა უწოდა. „საერთაშორისო ინვესტორებმა პირველად საქართველოს ისტორიაში გამოუცხადეს ნდობა როგორც საქართველოს კორპორატიულ სექტორს, ასევე ქვეყანას“ – დიმიტრი ქუმსიშვილი. საქართველოს ბანკის“ 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა – 2020 წლის ივნისამდეა. საქართველოს ბანკის ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0