საქართველოს მთავრობამ პირველად წარადგინა ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე

24/12/2016

ლიკა ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობამ პირველად წარადგინა ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე. საქართველო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებებზე გაეროს კონვენციას 2013 წელს შეუერთდა. კონვენცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველყოფას, ინვალიდობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ინვალიდების დაცვას, მათ მიერ ადამიანის ყველა უფლების და ძირითადი თავისუფლებების გამოყენებას და ასევე მათი უფლებების უზრუნველყოფის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შექმნას.

გაეროს კონვენციის თანახმად, მისი ხელმოწერიდან ორ წელიწადში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია წარადგინოს პირველი ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე, რომელიც მზადდება ევროსაბჭოს და ევროკავშირის განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს წარმომადგენელი თორნიკე დვალი აცხადებს, რომ 2013 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუძლიათ განათლების მიღება პროფესიონალურ დაწესებულებებში. დაახლოებით ხუთასმა პირმა უკვე მიიღო ინკლუზიური განათლება. მათთვის ასევე გაიზარდა ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის დონე. თბილისში ხორციელდება ავტობუსების პარკის განახლება, გაჩნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ახალი ავტობუსები. საქართველოს რკინიგზამ შეიძინა ახალი მატარებლები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. თბილისის მერია სამწლიანი პროგრამის ფარგლებში გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 315 მუნიციპალური ნაგებობის ადაპტირებაზე მიმართული ღონისძიებების ჩატარებას.

`ასევე, ადაპტირებულ იქნა ოპერატიული სამსახურის 112–ის სერვისი სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. ამჟამად, მათ სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა პირობები საარჩევნო უბნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. თუ 2012 წელს სულ იყო 100 ასეთი საარჩევნო უბანი, 2016 წელს აღნიშნულმა რაოდენობამ შეადგინა 1000. სამოქალაქო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო პროექტი „თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის“, რომელიც ახდენს მომსახურებების სისტემის ადაპტირებას მხედველობის პრობლემების მქონე პირებისთვის.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება არის რთული და მრავალგეგმიური პროცესი. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამუშაო ადგილების ქვოტირებას ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის. ბევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი შეადგენს პერსონალის საერთო რაოდენობიდან 2–4%–ს იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულთა რაოდენობა კომპანიაში შეადგენს 30–ზე მეტ ადამიანს.

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ აამოქმედა საპილოტო პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობისთვის, რომელიც უკვე 7 თვეა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით~-განაცხადა დვალმა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი დავით ნანობაშვილი აცხადებს: „დასაქმების ხელშეწყობის სერვისი ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს. პირველ რიგში, ეს არის ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ ასეთ პირთან, რომლის პროცესში ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას სამუშაო გამოცდილებაზე და პროფესიონალურ უნარებზე, მის მიზნებზე. ძოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პროფესიონალური პროფილის შესადგენად საჭიროა რამდენიმე შეხვედრა ერთი–ორი თვის განმავლობაში“.
ნანობაშვილის თქმით, ეს არ არის სოციალური სერვისი, არამედ პროგრამაა, რომელიც სთავაზობს დამსაქმებელს კვალიფიციურ კადრებს. პროექტი მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. შემდგომი ეტაპია მათთვის სამსახურის ძიება. კონსულტანტები დამსაქმებლებს სთავაზობენ ინფორმაციას მსურველთა კვალიფიკაციაზე. დავით ნანობაშვილი აღნიშნავს, რომ უმრავლეს შემთხევაში დაბრკოლებას წარმოადგენს მათი გადაადგილებისთვის ადაპტირებული გარემოს არარსებობა. ძირითად შენობებს არ აქვთ პანდუსები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ ახერხებენ სამუშაო ადგილებში მისვლას, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს შესაფერისი სამუშაოს პოვნას.

`ჩვენ შვიდი თვის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სტაჟირების და სუბსიდირების პროგრამას ვახორციელებდით, რომლის ფარგლებშიც მათ ხელფასის 50%-ს ვაძლევდით. პროექტში მონაწილეობა მიიღო 10 კომპანიამ, ერთ–ერთი მათგანია სოციალური საწარმო „კოდალა“ (რომელიც აწარმოებს ხის სათამაშოებს). „კოდალამ“ უკვე მიიღო სამსახურში 6 ასეთი პირი გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე. საწარმოში დასაქმებულია სმენადაქვეითებული ადამიანები~- განაცხადა ნანობაშვილმა.

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების ხელმძღვანელი მარიამ ბეზარაშვილის თქმით: „შვიდი თვის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ დასაქმების 10 ფორუმი თბილისში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდში და აჭარის რეგიონში. მათ შორის, ოთხი ფორუმი ჩატარებულ იქნა სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღნიშნული ფორუმი ჩატარდა ქუთაისის განვითარების და განათლების ქუთაისის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით. ფორუმის დახმარებით დასაქმდა 58 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. დასაქმების ბოლო ფორუმზე დარეგისტრირდა 500 პირი. სულ სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 1500 პირი.

როგორც ბეზარაშვილი აცხადებს, ილიას თბილისის უნივერსიტეტში განხორციელდა დასაქმების საინტერესო პროექტი – სტუდენტებისთვის განკუთვნილ კომპიუტერული მომსახურების ცენტრში დასაქმდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 პირი. ისინი მუშაობენ სრული განაკვეთით და იღებენ ხელფასს გამომუშავებით. დასაქმების პროექტი განხორციელებულია ჟობ ჩოაცჰინგ–ის მოდელის გამოყენებით. ანუ, თითოეულ ადამიანზე მიმაგრებულია ასისტენტი, რომელიც უშუალოდ ეხმარებოდა მას ადრეულ ეტაპზე. ისინი თვითონ დადიან სამსახურში და უკვე შესწავლილი აქვთ მათთვის ჩვეულებრივი ცხოვრებაში საჭირო უნარები.

კომპიუტერული მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, დავით კვერკვილაძე (24 წლის, ცერემბრალური დამბლის დიაგნოზი და მენტალურ განვითარებაში ჩამორჩენა): „ჩემი მეგობარი დამეხმარა სამსახურის ძიებაში. მე ვმუშაობ უკვე რამდენიმე თვე. რამდენიმე დღის განმავლობაში მასწავლიდნენ პრინტერზე და ქსეროქსზე მუშაობას. ძალიან ვნერვიულობდი, მეგონა რომ ვერ გავუმკლავდებოდი, მაგრამ შევძელი. მე მომცეს საბანკო ბარათი, სადაც ირიცხება ხელფასი. სამსახურში დავდივარ დამოუკიდებლად. ადრე მე დავდიოდი სასულიერო სკოლაში. ერთ დღეს მასწავლებელმა დაიბარა ყველა ჩემი თანაკლასელი და კოჭლი და ავადმყოფი მიწოდა მათ წინაშე. ამ შემთხვევის შემდეგ მე შევწყვიტე სკოლაში სიარული. ამჟამად მე დავდივარ გასართობ ცენტრში „აისი“, მაგრამ დაწყებული სამსახურის გამო მიწევს ღონისძიებების გაცდენა. ჩემი მეგობრები ნერვიულობენ, როდესაც მე არ ვარ. აგრეთვე მე უკვე 10 წელი ვთამაშობ გოგი ქუბინაშვილის თეატრში, სადაც თამაშობენ ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვები და ჩვეულებრივი ბავშვები. ყველაზე მეტად მომეწონა სპექტაკლში „ელადოსი“ თამაში. ძალიან მიყვარს თეატრი“.

ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის ოკუპაციური თერაპევტის ქეთი ტალახაძის აზრით, ამ სექტორში ერთ–ერთი პრობლემაა მთავრობის და არასამთავრობო სექტორის მოქმედებებს შორის შეუთანხმებლობა, განსხვავებული მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. მართალია, ბოლო 6 წლის განმავლობაში სექტორი ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ ზოგადად პროცესი მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპით. `როდესაც ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, ჩვენ ვითვლით აღრიცხვაზე მყოფ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებს. შესაბამისად, ეს არ არის ზუსტი ციფრი. ბევრმა არ იცის, თუ რა სარგებელს მიიღებს სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ან საერთოდ არაფერი გაუგიათ მასზე ან მისი მინიჭების პროცედურაზე. მშობლების უმრავლესობა თვლის რომ, თუ მათი შვილები მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსს, ეს გამოიწვევს მათ განადგურებას.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს საერთო ჯაჭვი სკოლებში ინკლუზიურ განათლებასა და პროფესიონალურ დაწესებულებებში ინკლუზიურ განათლებას შორის.
მთავრობა არაფერს აკეთებს მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით. ძირითადად სოციალურ კამპანიებს ატარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითნ თემები. მინდა აღვნიშნო „საქართველოს ბანკის“ კამპანია სახელწოდებით „სიცოცხლის ხე“, რომელიც ჩატარებულ იქნა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ეს არის ვიდეო–რგოლების სერია, რომელშიც ასახულია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მაგრამ მათი ცხოვრება ნაჩვენებია არა მხოლოდ პრობლემატური, არამედ დადებითი მხრიდან. ჩვენ რატომღაც ვცდილობთ ამ პირების შეზღუდული შესაძლებლობების უფრო მეტად გამოაშკარავებას , ვიდრე მათი ძლიერი მხარეების -აცხადებს ტალახაძე.

ტალახაძის თქმით, `საკმაოდ სერიოზული პრობლემაა კადრების დეფიციტი ოკუპაციურ თერაპიაში. ეს ახალი პროფესია გაჩნდა საქართველოში 10 წლის წინ. პროფესია ისწავლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში 2006 წლიდან. საქართველოში სულ მუშაობს 27 ოკუპაციური თერაპევტი. სამწუხაროდ, ამ პროფესიის მიმართ ინტერესი საქართველოში ძალიან დაბალია. ფაქტობრივად მესამე კურსიდან ამ ფაკულტეტის სტუდენტები უკვე იწყებენ მუშაობას. რეგიონებს არ ჰყავთ ასეთი სპეციალისტები და ჩვენ გვიწევს რეგიონებში მივლინებით წასვლა, რაც ძალიან რთულია, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი კურსი შედგება 10 ვიზიტისგან. მაგალითად, იმისათვის რომ პირს ვასწავლოთ დამოუკიდებლად კოვზის ხმარება, გვჭირდება 8 ვიზიტი. ანუ, ყველაფერი ინდივიდუალურია და მკაფიოდ განსაზღვრული სტანდარტები არ არსებობს.

მსოფლიოში 1 მლრდ.–ზე მეტ ადამიანს აქვს ინვალიდობის რომელიმე ფორმა, ანუ ყოველი მეშვიდე ადამიანს. მათგან 100 მილიონზე მეტი ბავშვია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ჯანმრთელი ბავშვები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების 80% ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში. ინვალიდების 50%–ს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურება. 155 ქვეყანამ ხელი მოაწერა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე კონვენციას. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში დარეგისტრირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 122 ათასი ადამიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0