საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტში მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს

21/09/2017

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ გაბუნიამ განმარტა აღნიშნული შეთანხმების არსი, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის საქონლითა და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობის პირობებს განსაზღვრავს.
შეთანხმების მთავარი მიზანია საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ვაჭრობასთან დაკავშირებული ზედმეტი ტექნიკური ბარიერების თავიდან აცილება, აღმოფხვრა ან შემცირება. შეთანხმებით საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ზედმეტი ბარიერების გარეშე ხელმისაწვდომი გახადონ დამატებით 1,3 მილიარდიანი ბაზრისათვის.
კომიტეტმა საკითხის განხილვისა და დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების შემდეგ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების პლენარულ სდომაზე განსახილველად გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0