საქართველოს პრეზიდენტმა ხანძრისგან დაზიანებული ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

27/04/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელის ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი დაათვალიერა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხანძრის შედეგად დაზიანებული კედლის მოხატულობის კვლევა და გაწმენდა განხორციელდა.
საქართველოს პრეზიდენტს ვარძიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უმასპინძლეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოხდა კედლის ფრესკების გაწმენდა ჭვარტლისაგან, მოხდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0