საქართველოს პრეზიდენტმა, ლანჩხუთში სამკერვალო საწარმო “ელსელემა” დაათვალიერა

15/01/2020

გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთში სამკერვალო საწარმო “ელსელემა” დაათვალიერეს. პრეზიდენტი სამკერვალოს საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით ესტუმრა. სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ოცდახუთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ლანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს. სამკერვალო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა მონკლერი, კოტონი. ასევე კომპანია “ქამელეონთან” პარტნიორობით „ელსელემა“-ს შვეიცარიის პოლიციისათვის უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და შესაბამისი აქსესუარები აქვს შეკერილი.
ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად ვითარდება ახალი მიმართულება – ბავშვის ქურთუკების წარმოება. “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან” (GIZ) თანამშრომლობა კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე შეღწევასა და დამკვიდრებაში ეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0