“საქართველოს წითელი ნუსხით” დაცული სვავის სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს

20/10/2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, “საქართველოს წითელი ნუსხით” დაცული სვავის (Aegypius monachus) სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს.
შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა. ამ დროისთვის, ფოტოზე ასახული ორივე პიროვნება იდენტიფიცირებულია, მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0