საქართველო-თურქეთს შორის JETCO დაფუძნების დეკლარაცია გაფორმდა

23/05/2017

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს,მათ შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ. დოკუმენტის ხელმოწერამდე ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას. ამ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0