საშემოდგომო სესიის მთავარი მიღწევა არის საკონსტიტუციო ცვლილებები

15/12/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საშემოდგომო სესიის მუშაობა შეაჯამა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, წარმატებული წლის მთავარი მიღწევა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი. მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ სამი მოსმენით. ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ ევროპული ტიპის, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი კონსტიტუცია, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენთვის, ძალიან დიდი მიღწევა ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ავტოკრატია. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა კონსტიტუციებმა საქართველოს მოუტანა ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები. ამის პრევენციას ემსახურება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები და სწორედ ამის პრევენციას ძალიან მყარად უზრუნველყოფს ჩვენს მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0