საჭადრაკო ტურნირში „ზესტაფონი 2016“ გარდამავალი თასი მსოფლიო ჩემპიონმა მერი არაბიძემ აიღო

17/10/2016

ჯემალ მახათაძის სახელობის საჭადრაკო ტურნირი „ზესტაფონი 2016“ დასრულდა. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 – ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობდა. გათამაშდა ჯემალ მახათაძის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონს, მერი არაბიძეს ერგო. თასის გათამაშებაში დიდოსტატი მოჭადრაკეები ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიო ჩემპიონი მერი არაბიძე, სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი კობა ძიძიგური და ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზედენტი თამაზ აბესაძე მონაწილეობდა. პირველად, ზესტაფონის საჭადრაკო ცხოვრების ისტორიაში მასტერკლასი და თამაშის სეანსები გამართა პატარა მოჭადრაკეებთან მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ. ტურნირის გამარჯვებულებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში დიპლომები, მედლები და ფულადი პრიზები მიიღეს. ფულადი პრიზები საუკეთესო მწვრთნელებისთვისაც იყო დაწესებული. ჯემალ მახათაძის სახელობის ტურნირი უკვე მეორედ ჩატარდა ზესტაფონში, რომელიც მუნიციპალიტეტის, იმერეთისა და ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0