საჭიროა ამ ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება

26/05/2017

„მინდა მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალწვეულთა მიერ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ.
„აღსანიშნავია ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს არა მხოლოდ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, არამედ მთელს საქართველოში იმართება. 26 წლის წინ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენი სამშობლო არის დამოუკიდებელი და თავისუფალი, რომელსაც აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა საჭიროა ამ ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0