სახელმწიფოს ფინანსური რესურსები, ერთი მხრივ, გადანაწილებულია სოციალურ მიმართულებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე

02/10/2017

სახელმწიფოს ფინანსური რესურსები, ერთი მხრივ, გადანაწილებულია სოციალურ მიმართულებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა:
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც თანდართული აქვს – ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“.
საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.
წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტი – „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0