სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქველმოქმედო-საშობაო აქცია გრძელდება

09/01/2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქველმოქმედო-საშობაო აქცია გრძელდება. საკრებულოს თავჯდომარე ილია ხატიაშვილი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე თემურ ჯავაშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს ,,თბილ კერას“ და მოხუცთა თავშესაფრებს -„ბეთელს“, „ბროწლიანის სათნოების სახლს“, რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირ „ქედელს“, „თაობათა კერას“ და „უზრუნველ სიბერეს“ ეწვივნენ ..საკრებულოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებით შეძენილი ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. ,,დღეს სიღნაღის სათნოების სახლის ხანდაზმულებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ, მინდა მათ მხნეობა, ჯანმრთელობა ვუსურვო და ვუთხრა, რომ ისინი ყოველთვის გვახსოვს.”- განაცხადა ილია ხატიაშვილმა.
,,როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდმოედინება მადლი სულისა წმინდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება“ილია – ll
ბენეფიციარებმა საკრებულოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს ქველმოქმედებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0