სოფელ აკაურთაში გზის მშენებლობა დასრულდა

19/10/2017

სოფელ აკაურთაში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდა, რითაც წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდა.
სოფელში ახალი ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მშებელობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა.
პროექტის ფარგლებში ასფალტო- ბეტონის გზა 1, 100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე დაიგო, ასევე მოეწყო გვერდულები და სანიაღვრეები.
გზის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ახალ გზაზე სიჩქარის შემანელებელი ბორცვები დამონტაჟდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0