სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.

04/10/2017

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკითა არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” მიერ წლის ბოლომდე სრული რეაბილიტაცია 54 საჯარო სკოლას ჩაუტარდება.
2019 წლისთვის კი, მხოლოდ ათასწლეულის ფონდის მიერ სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სულ 100 სკოლა იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0