სოფელ კირცხში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

02/02/2018

დასრულდა საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ კირცხში. ახალი საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორ ბადრი ქებურიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი 239 998 ლარით დაფინანსდა. ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები შ.პ.ს. “ბემამ“ შეასრულა. თანამედროვე ინვენტარით სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღჭურვა ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება.
საბავშვო ბაღი სოფელს აქამდე არ ჰქონია, სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ შენობაში მიმდინარეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0