სოფელ კიწიაში, ხურმის გადამამუშავებელი საწარმო ამუშავდა

02/12/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიაში, ხურმის გადამამუშავებელი საწარმო ამუშავდა. საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ალერტი“-ს საკუთრებაა. კოოპერატივი ხურმის ჩირის წარმოებას, დახარისხებას, დაფასოებასა და შეფუთვას ადგილზე ახდენს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალერტი“ 2016 წელს შეიქმნა. კოოპერატივი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციისაგან „CARE საერთაშორისო კავკასიაში“, დაფინანსდა და გრანტის სახით ხილის საშრობი მოწყობილობის სრული პაკეტი მიიღო. საკუთარი თანამონაწილეობის ფარგლებში, კოოპერატივმა საშრობი მოწყობილობის განსათავსებლად საჭირო , სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამის შენობა ააშენა.
კოოპერატივის ძირითად საქმიანობას ხურმისა და ხურმის ჩირის წარმოება/რეალიზაცია წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0