სოფელ კლდეში „სოფლის სახლი“-ს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11/12/2017

სოფელ კლდეში აქტიურად მიმდინარეობს „სოფლის სახლი“-ს სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა და შეიღებება ფასადი. შეიცვლება კარ-ფანჯარა, დაიგება იატაკი, დამონტაჟდება საკანალიზაციო სისტემა და მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა.
„სოფლის სახლში“ მერის წარმომადგენლის და დეპუტატის ოთახი განთავსდება, ასევე გაკეთდება ამბულატორია. ახალგაზრდებისათვის მოეწყობა დარბაზი და სპეციალურად მათთვის თავშეყრის ადგილი გამოიყოფა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 761 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0