სოფელ ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18/10/2017

სოფელ ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი შენობის სრულ აღდგენას ითვალისწინებს. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“ და „ლელი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE” –ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი ბოკერიამ დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0