სოფელ მაკვანეთში მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

16/12/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალ მუზეუმში ყველა პირობა იქნება შექმნილი ძველი სიმღერების, ფონოგრამებისა და საგალობლების დაცვისთვის. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ახალი მუზეუმის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. აქ შესაძლებელი იქნება სიმღერების ჩაწერა და დაარქივება, მოხდება ძველი ხალხური საგალობლების დაარქივება. ასევე, შესაძლებელი იქნება ტურისტების და დაინტერესებული ადამიანების მიღება. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 350 000 ლარამდეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0