სოფელ მაკვანეთში სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

09/10/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკვლის ჩაყრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე დაესწრნენ. მუზეუმში საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი განთავსდება, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას ფონდი „ქართული გალობა“ უზრუნველყოფს. პროექტის ჯამური ღირებულება 450 000 ლარია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0