სოფელ მინაძის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

19/10/2017

სოფელ მინაძის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 249 237 ლარით ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარი აქ პირველად იგება, წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0