სოფელ მჭადიჯვარს რამდენიმე თვეში გაზისა და წყლის პრობლემა მოეხსნება

19/10/2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარს რამდენიმე თვეში გაზისა და წყლის პრობლემა მოეხსნება. ამ საკითხთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი სოფლის მოსახლეობას შეხვდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები წყლის სისტემის სრული რეაბილიტაციის მიზნით. ამასთან, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გაზიფიცირებისთვის, რაც უპრეცედენტო მოვლენა იქნება სოფლის ისტორიაში.
სოფლის მკვიდრის გიორგი სამაშვილის განცხადებით წყლის გამართული სისტემა და გაზი ყველა ოჯახს მჭადიჯვრისთვის უდიდესი სიკეთეა. სოფლის მოსახლეობა მიესალმება ამ სასიკეთო წამოწყებას.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მოსახლეობას დაწყებული პროექტების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. გუბერნატორის განცხადებით სოფელ მჭადიჯვრის სათანადო წყალმომარაგება და გაზიფიცირება სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელების მყარი გარანტიაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0