სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

30/09/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს. ექსპლუატაციის ფარგლებში ნატანი მასისგან გაიწმინდა და აღდგა 2 კილომეტრიანი მაგისტრალური არხი. სამუშაოების დასრულების შედეგად, მუცინიპალიტეტში 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. ასევე, არხი უხვი ნალექის დროს დატბორვისგან დაიცავს 6 ჰექტარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ცაიშის მონაკვეთზე სენაკი-თბილისის საგზაო მაგისტრალს. მიმდინარე სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. 2012-2017 წლებში სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ფარგლებში, ჯამში გაიწმინდა და მოწესრიგდა 894,4 კმ სადრენაჟე არხი, შეკეთდა 217 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, 1 სათავე და 1 სატუმბი სადგური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0