სოფელ ჭობისხევში 1კმ სიგრძის რკინა-ბეტონის გზა მოეწყო

07/12/2017

სოფელ ჭობისხევში დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტი. სამუშაოების ფარგლებში რკინა-ბეტონის გზა 1 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო. გზის დაგების პარალელურად ობიექტზე განხორციელდა ცხაურების, სანიაღვრეებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები. უნდა აღინიშნოს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი არასოდეს ყოფილა. მოსახლეობას გრუნტის გზით უწევდა გადაადგილება. დღეს უკვე ადგილობრივებს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით შეუძლიათ ისარგებლონ.
პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0