სრულიად საქართველო სცეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

14/10/2017

დღეს, 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველო სცეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათალიკოსმა-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ.
„სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2017“ ტრადიციულად ქ. მცხეთაში იმართება და დატვირთულია მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული სანახაობითა და გამოფენებით. ღონისძიებას ესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წევრები, რიგითი მოქალაქეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0