სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს

19/10/2017

სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს.
ვანზომლეთი, შუა ამაღლება, გორაბერეჟოული, საჭამიასერი, ნაბეღლავი, ხევი, ზემოხეთი, ფარცხმა, იანეული, ქვაბღა, ერკეთი, გოგოლესუბანი, ზოტი- სოფლების დაზიანებული შიდა გზების პირველადი გაწმენდითი სამუშაოები შესრულებულია, სპეციალური ტექნიკით დაპროფილდა დამეწყრილი უბნები. სოფლებში შესაძლებელია უსაფრთხო გადაადგილება.
დღეს დილიდან კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები, კვლავ მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მობილური ჯგუფები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0